მკვლელობა ბოლნისის რაიონში.
სოფელ ტალავერში ქმარმა ცოლი მოკლა. დაღუპული 25 წლის ქალია. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ მოძალადემ პოლიციას თავად შეატყობინა. მამაკაცი დაკავებულია. მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
სოფელ ტალავერში რუსუდან ლოლაძე მუშაობს.