ასპინძაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებული პირი, თავის საცხოვრებელ სახლში დანით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.