სექტემბერში მაყურებელი საქართველოს პირველ არხზე მრავალსერიან მხატვრულ ფილმს – „იუნკერებს“ იხილავს. ხუთი სერიისგან შემდგარი ისტორიული დრამა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტია, რომელიც შემოქმედებით ჯგუფ „შვიდკაცა პლუსთან“ ერთად ხორციელდება.
ფილმის რეჟისორი, გია ბარაბაძე, მწერალ კოტე ჯანდიერთან ერთად, სცენარის თანაავტორიცაა. მინისერიალი 1921 წლის თებერვლის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო დღეების მოვლენებს ასახავს. ფილმის გადაღებები უკვე აქტიურ ფაზაშია. სამეწარმეო ეტაპი აპრილში დასრულდება, შემოდგომაზე კი მაყურებელს პრემიერა პირველ არხზე ელოდება.