ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ლონიცა ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გამოფენაზე მხატვრის 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
ლონიცა ჭიჭინაძის ფერწერული ნამუშევრები მრავალ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაშია დაცული. გამოფენა 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.