მხატვარ ლონიცა ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ლონიცა ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გამოფენაზე  მხატვრის 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

ლონიცა ჭიჭინაძის ფერწერული ნამუშევრები მრავალ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაშია დაცული. გამოფენა 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.