ტელეკომპანია „კავკასიასთან“ მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები იმ ტელეკომპანიებს, რომელთაც გადასახადების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო, მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ხელისუფლება ყველა იმ ტელევიზიას აჩუმებს, რომლებიც მათ საქმიანობას კრიტიკულად აშუქებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, დავალიანების გადაუხდელობის გამო, კომპანიებს ინკასო დაედო.