ამ წუთებში სოლიდარობის აქცია იმართება პარლამენტის წინ. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ კარტოგრაფები უკანონო პატიმრები არიან. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით იმართება.