ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევის, ლუდომანიის წინააღმდეგ და კანონი, რომელმაც მანამდე უკონტროლო სფერო საკანონმდებლო რეგულაციებში უნდა მოაქციოს.
ფინანსთა სამინისტროს უკვე მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს შეზღუდვებს უწესებს. უკვე ცნობილია იმ პირთა წრე, რომლებსაც ონლაინ თამაშებზე წვდომა აღარ ექნებათ. 25 წლამდე მოქალაქეებს კი ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ. დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერების და მათი ვებ-გვერდებზე განთავსების აკრძალვაც. შეზღუდვები მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებზე არ გავრცელდება. საკანონმდებლო ცვლილებები სფეროს დაბეგვრის ახალ სისტემასაც გულისხმობს.