მიწის სისტემური რეგისტრაცია გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას უკვე 370 ათასამდე მიწის ნაკვეთი სრულიად უფასოდ დაუკანონდა. მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში ნაკვეთების დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ, ახლა შესაბამის პროცედურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების დახმარებით ახორციელებენ და პირად საკუთრებაში გადასულ მიწებზე სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ. საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. პროექტისთვის ჯამში 120 მილიონია გამოყოფილი.