მთავრობის სხდომა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მომდევნო ეტაპი ხუთი მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულს შეეხება.

პრემიერმა მშენებლობის სტიმულირებისკენ მიმართულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  მშენებლობის სექტორის ანტიკრიზისული გეგმას,  სამთავრობო დონეზე, დღეს დადგენილების სახით მიიღებენ.

გიორგი გახარია  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსაც გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაღალი შეფასება მიეცა.

დატოვე კომენტარი