მიწის რეგისტრაციის საკითხის განხილვა

მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის გარშემო მსჯელობა პარლამენტში ინაცვლებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ-პროექტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივის მიხედვით, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებისთვის საჭირო პროცედურები გამარტივდება, ასევე შემცირდება რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. ხელისუფლება ცდილობს, მიწის რეფორმა სამ წელიწადში დაასრულოს.