მიწის ჩამოშლის საფრთხე

მეწყრული პროცესები კასპის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში. მომხდარის გამო, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, უწყლოდაა დარჩენილი 150-მდე ოჯახი. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მიწის ჩამოშლა დასახლებასთან ახლოს მდებარე სათავე რეზერვუარიდან, წყლის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა, ამას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კატეგორიულად უარყოფს. ადგილზე დღეს გეოლოგებიც იმყოფებოდნენ და რეკომენდაციებიც გასცეს.