მიუსაფარი ცხოველების პრობლემა გორში

როგორ უნდა გადაიჭრას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა რეგიონებში. მოქალაქეები ამბობენ, რომ გახშირდა ადამიანის დაკბენის ფაქტები და მათ განსაკუთრებით ღამის საათებში ქუჩაში გადაადგილების ეშინიათ. მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევაში ცხოველი მართვის ინტერ-მუნიციპალურ სააგენტოში გადაჰყავთ. აგრესიული ძაღლიც კი სააგენტოში მხოლოდ 10 დღის განმავლობაში შეიძლება გაჩერდეს, სტერილიზაციისა და ცოფზე აცრის შემდეგ მას ისევ ქუჩაში უშვებენ. ქვეყნის მასშტაბით ასეთი მხოლოდ სამი სააგენტოა.
რა მდგომარეობაა შიდა ქართლის რეგიონში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის კუთხით, როგორ ხედავენ პრობლემის მოგვარებას ცხოველთა დამცველები თუ მოქალაქეები და როგორ არეგულირებს კანონი ქუჩაში დატოვებული ცხოველების მოვლა-პატრონობას, ამას გორის მაგალითზე ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის სიუჟეტში ნახავთ.