მიუნხენში მსოფლიო ლიდერები და გავლენიანი პოლიტიკოსები იკრიბებიან.
საერთაშორისო მედიის ყურადღება ბავარიის დედაქალაქისკენაა მიმართული, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო. ორმხრივ შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერი. ქართული დელეგაციის დღის წესრიგშია ოკუპირებული ტერიტორიები, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მიმდინარე რეფორმები და შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლის გაძლიერება. პირველი დღის შეჯამების დროს გიორგი გახარიამ აქცენტი ამერიკის თავდაცვის მდივანთან საუბრის დეტალებზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში ცალკეული ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ გზავნილებსაც გამოეხმაურა.
ანა ბროლაძე მიუნხენიდან.