მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე სამუშაო დღე პანელური დისკუსიებით გრძელდება. გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება – ასე ჰქვია პანელს, რა დროსაც მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ფინეთის პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

ამ წუთებში კი შეკრებილებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი მიმართავს. მოგვიანებით გერმანიაში, რიგით 49-ე კონფერენციის მონაწილეების წინაშე საქართველოს პრემიერი წარდგება. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ანა ბროლაძეა ბოლო ინფორმაციით მიუნხენიდან.