მსოფლიო პოლიტიკის მთავარი საკითხები ახლა მიუნხენში წყდება.
გერმანიაში უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერიც ესწრება. დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომია, რომლის დაწყებიდან ერთ კვირაში ერთი წელი გადის. სწორედ ზელენსკი იყო პირველ გამომსვლელებს შორის. უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების ახალი გზების ძიების პარალელურად, მიუნხენში შეკრებილები ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხსაც განიხილავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიწყო. პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დაგეგმილია მონაწილეობა პანელურ დისკუსიაშიც, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას მიეძღვნება.
„მოამბე“ მიუნხენიდან, – ანა ბროლაძე გვეტყვის, როგორია კონფერენციის პირველი დღე.