მიწისძვრა ირანი-ერაყის საზღვარზე - დაიღუპა 330-ზე მეტი ადამიანი
330-ზე მეტი დაღუპული და 2500-ზე მეტი დაშავებული – ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, მაშველები ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობენ. სტიქიამ ყველაზე მეტად ირანის ქირმანშაჰის პროვინცია დააზარალა.