ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 65 ადამიანი ემსხვერპლა [ფოტოები]
ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 65 ადამიანი ემსხვერპლა [ფოტოები]

ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრას ირანის დასავლეთ ნაწილში სულ მცირე 61 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

რაც შეეხება ერაყს, მიწისძვრის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაღუპული.

ოფიციალური პირები ორივე ქვეყანაში მსხვერპლის რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან მათი თქმით, ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი.

ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სტიქიამ სულ მცირე რვა ქალაქი დააზარალა. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო კავშირის მხრივ პრობლემები შეიქმნა.

ირან-ერაყის საზღვარზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ დაფიქსირდა.

ფოტოები: Twitter