ირანი-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა
ირანი-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანი-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. დაშავებულია 1700-მდე ადამიანი.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ერაყის ქურთისტანის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჰალაბჯასთან მდებარეობდა.

როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითში.

ყველაზე მეტად სტიქიამ ირანის ქირმანშაჰის პროვინცია დააზარალა.