ირანში მაღაროში 51 ადამიანი დაიღუპა

15:19, 22.09.2024

ირანის ერთ-ერთ მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. მაღაროში მეთანია დაგროვებული, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა. 17 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყნის პრეზიდენტმა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

მსგავსი