დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული ბავშვთა ნევროლოგიური სანატორიუმი უკვე წლებია მიტოვებულია. ნახევრად დანგრეულ შენობებში დღესაც შემორჩენილია საძინებლები, სამზარეულო, სამრეცხაო და სამედიცინო პუნქტი.
სოფელში სანატორიუმის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობენ. დედოფლისწყაროს გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სანატორიუმი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, მაგრამ თუ მისი აღდგენა განხორციელდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება.