მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება.

პროცესზე ქალაქის ყოფილი მთავარი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენებას გამოიკვლევენ.

მხარეები დასკვნითი სიტყვითაც წარდგებიან. შესაძლოა, სასამართლომ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. პროცესი 4 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.