ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება გრძელდება

უკვე მეორე დღეა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვებს განაგრძობს.

უწყებაში მოზარდები დილიდან მივიდნენ.

დამატებითი დაკითხვები ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეს ეხება, თუმცა გაჩნდა თუ არა მომხდართან დაკავშირებით ახალი გარემოებები, ან რას უკავშირდება უკვე არა ერთხელ გამოკითხული არასრულწლოვნების სამინისტროში დაბარება, ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ გამოძიების შეკითხვებს 10-მა მოზარდმა უპასუხა.

პროცესი უწყებაში ამ წუთებშიც გრძელდება.