მირზა სუბელიანი გამოძიების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა
მირზა სუბელიანი ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუბელიანი მოწმის სტატუსით გამოკითხა.
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, პროკურორს დაკითხვის შინაარსზე არ უსაუბრია. თუმცა, განაცხადა, რომ დაკავებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ვინ ჩაიწერა ფარულად მასალა და რა ვერსია აქვს ამაზე სუბელიანს, პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
გამოკითხვას გლდანის ციხეში სუბელიანის ადვოკატიც ესწრებოდა. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლებშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.