გიგი უგულავა ვიქტორ ჯაფარიძეს ადანაშაულებს

გიგი უგულავა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და მის მეუღლეს ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, შპს „ოლ სეზონს“, 2012 წლის 10 ივლისს მესტიაში სახელმწიფოსგან უძრავი ქონება იმ პირობით გადაეცა, რომ სასტუმროს ააშენებდა და 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა დღემდე კომპანიას ეს პირობები არ შეუსრულებია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებით, ეს შენობა 2011 წლიდან ბიზნესმენ გოგი გულორდავას და მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის სხვა წევრებს ეკუთვნოდა, ხოლო მას და მისი ოჯახის არცერთ წევრს ამ შენობასთან შეხება 2018 წლამდე არ ჰქონია.

ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ შენობის 30 პროცენტიანი წილი წელს შეიძინა, თუმცა ამაში რამე საეჭვოს ვერ ხედავს.