მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა

„ხალხის ძალას“ ახალი წევრები შეუერთდნენ. მოძრაობა გაფართოვდა. მას „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში რიცხოვნობით ეს მესამე პოლიტიკური ჯგუფი იქნება. ეკა სეფაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ გადაწყვეტილების შესახებ დილით განაცხადეს. მოძრაობაში გაერთიანდნენ ასევე საზოგადოებისთვის ნაცნობი ექსპერტები. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52 პროცენტი.