გავრცელებული ფარული ჩანაწერი - პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება

მედიაში გავრცელებული მორიგი ფარული ჩანაწერი – პოლიტიკური სპექტრის ურთიერთკრიტიკა და ბრალდებები. უმრავლესობის წევრების განცხადებით, მასალიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებით მოქმედებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და აუცილებელია დადგინდეს, ვინ ამზადებს და ავრცელებს უკანონო ჩანაწერებს.