მირზა გელოვანის გახსენება

თიანეთში ცნობილი ქართველი პოეტის გარდაცვალების დღე აღნიშნეს.

მირზა გელოვანის მშობლიურ რაიონში მისი შემოქმედება დღეს კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. წაიკითხეს ის ლექსებიც, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომში წასული ახალგაზრდა და მაშინდელ თბილისურ ლიტერატურულ წრეებში უკვე სახელგანთქმული პოეტი ცხელი წერტილებიდან პერიოდულად გზავნიდა.

თარიღის აღნიშვნა საქართველოსთან ერთად ბელარუსში პოეტის დაკრძალვის ადგილზე იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ გეგმა შეცვალა და სტუმრების შეკრების მთავარი ადგილი თიანეთში, პოეტის სახლმუზეუმი იყო.   ქართული და ბელარუსული სიმღერების ფონზე,   თიანეთის მუნიციპალიტეტსა და ბეშენკოვიჩის რაიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმდა.