მიხეილ ჩხენკელმა, კორპორაცია „მაიკროსოფტის“ მიერ ორგანიზებულ, ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლაზე“ ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გამო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლების სერვისების მიწოდება გახდა. შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა განათლების სისტემაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შემცირება და სწავლა-სწავლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.
პირველი არხი | განათლება
მიხეილ ჩხენკელმა პროექტ „ტელესკოლის“ შესახებ „მაიკროსოფტის“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე ისაუბრა