საავადმყოფოებში ექთნების დეფიციტია. კადრების პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება. ტენდენციაა, რომ ამ პროფესიით მუშაობის სურვილს სულ უფრო ნაკლები ადამიანი გამოთქვამს. მიზეზად დაბალი ანაზღაურება და მძიმე სამუშაო პირობები სახელდება. ექთნების და სანიტრების უმრავლესობა კვირის განმავლობაში 40 საათი მუშაობს, საშუალო ხელფასი კი 300-დან 500-ლარამდე მერყეობს.
„მოამბე“ დაინტერესდა, რა ზომების მიღებას აპირებს ჯანდაცვის უწყება ექთნებს შორის მოტივაციის გასაზრდელად და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.