მეცნიერებათა აკადემიაში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, მინდია სალუქვაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ცნობილი მეცნიერის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. საღამოზე აჩვენეს მისი შვილის, მარინა სალუქვაძის მიერ მომზადებული ფილმი, რომელშიც გამოყენებული იყო კადრები ოჯახის პირადი არქივიდან.
მინდია სალუქვაძე 1994 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობის თეორიისა და ოპტიმალური მართვის სისტემების თეორიის საკითხებზე, ასევე, 10 მონოგრაფია ხუთ თანაავტორთან ერთად. სახელმძღვანელო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები „სალუქვაძის მეთოდი“, „სალუქვაძის ამოხსნა“, „სალუქვაძის პრინციპი“, „სალუქვაძის ოპტიმუმი“. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. მინდია სალუქვაძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. მას მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და ასევე გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია. 2019 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.
მინდია სალუქვაძე 85 წლის ასაკში, 2018 წელს გარდაიცვალა.