მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკულად დაღუპული გოგი რაფავა დღეს დაკრძალეს.
ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა.
ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ მეშახტეს ტყიბული სამშაბათს დაემშვიდობა. ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში რჩება 55 წლის სამთო ოსტატი გიორგი ნიქაბაძე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
23 აპრილს ტრაგედიის მიზეზების კვლევაში უკრაინელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მოხდა, ტრაგედიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მეშახტე კი დაშავდა.