მინდელის შახტში დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს დაკრძალავენ
მინდელის შახტში დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს დაკრძალავენ. ელგუჯა ბოჭორიშვილს სოფელ მუხურაში, გიორგი ბოჭორიშვილს, პავლე გამეზარდაშვილსა და მირზა ქურციკიძეს ტყიბულში, ბესიკ გურგენიძეს კი ამბროლაურში დაკრძალავენ. გოგი რაფავას ხუთშაბათს ტყიბულში დაკრძალავენ.

სამი მეშახტის ცხედარს ოჯახებიდან ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 14:00 საათისთვის გადაასვენებენ. მეშახტეებს საგვარეულო საფლავებზე დაკრძალავენ. ტყიბული მერის თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, გარდაცვლილების ოჯახებს რეგიონული განვითარების მინისტრი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი მიუსამძიმრებენ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.