მინდელის შახტში დაღუპულ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ

მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ.

მშობლიური სახლიდან ცხედარს ჯერ ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, მოგვიანებით კი, საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენებენ.

ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ მეშახტეს ტყიბული სამშაბათს დაემშვიდობა.

ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში რჩება 55 წლის სამთო ოსტატი გიორგი ნიქაბაძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ფაქტის კვლევაში უკრაინელი ექსპერტები 23 აპრილს ჩაერთვებიან.

უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამმა მეშახტემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.