ტყიბულში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად აქცია გაიმართება
ტყიბულში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად აქცია გაიმართება

ტყიბულში, თეატრის შენობის წინ, მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეების მეგობრები, ნათესავები და ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვისაც ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული მეშახტეების მიმართ პატივისცემის გამოხატვა სურს.

აქციის მონაწილეები გარდაცვლილების სულის მოსახსენებლად სანთლებს დაანთებენ და ყვავილებს მიიტანენ.

მათი თქმით, აქცია დილამდე გაგრძელდება.

“აქციას არ ექნება პროტესტის ფორმა. ჩვენ არაფერს ვითხოვთ. ღამეს გავუთევთ გარდაცვლილ 6 მეშახტეს“-განაცხადა პირველ არხთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ბეშკენაძემ. აქცია საღამოს 8 საათზე დაიწყება.

5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა.