ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას 42 წლის ქალის საქმის არასწორად გამოძიებაში ადანაშაულებს და გენერალურ ინსპექციას პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით მიმართავს.
საქმე ეხება დედას, რომელიც სასჯელს ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით მეორე წელია იხდის. უფლებადამცველის განცხადებით, დედის წინააღმდეგ ბავშვებს ცრუ ჩვენებები მამის მიერ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აქვთ ჩამორთმეული. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ორი ექსპერტიზის მიხედვით, არასრულწლოვან და-ძმას დაუდგინდა, რომ მათზე არა დედა, არამედ მამა ძალადობდა. ოჯახის ადვოკატი ბავშვების დაზარალებულად ცნობას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით გამოტანიალია დადგენილება არასრულწლოვანი და-ძმის დაზარალებულად ცნობის თაობაზე. ამჟამად დაზარალებულები დადგენილების გასაცნობად დაბარებულები არიან პროკურატურაში. ბრალდების მხარე იმედს გამოვთქვამს, რომ ორგანიზაცია „საფარი“ და დაზარალებული მხარე ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შესაბამისად უზრუნველყოფს დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზაზე ბავშვების წარდგენას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების სრულყოფილად შეფასებისა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის – ნათქვამია პროურატურის განცხადებაში.