9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულ გმირებს მიენიჭოთ საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი – ამ ინიციატივით დაღუპულთა ოჯახის წევრები და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია პრეზიდენტს წერილობით მიმართავს.
21 დაღუპულის გარდა საქართველოს გმირის ორდენის მინიჭებას ითხოვენ ირაკლი ბათიაშვილისთვისაც, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის, რომელიც სადამსჯელო რაზმის მიერ დარბევის შემდეგ სიკვდილს გადაურჩა. როგორც ინიციატორები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს ოფიციალურად ჰქონდეთ მინიჭებული ეროვნული გმირის სტატუსი.