15 წელი აგვისტოს ომიდან - ომში დაღუპულ გმირებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსენებენ

აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსენებენ. გორში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით მივიდნენ. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისიც გადაიხადეს.

თათია მაყაშვილი გვიერთდება „მოამბის“ ეთერში.