ავღანეთში ქალ სამხედრო მოსამსახურეებს 8 მარტი მიულოცეს.
ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ქალი მშვიდობისმყოფელები მათზე დაკისრებულ ამოცანებს მაღალ დონეზე ასრულებენ. მათი ნაწილი სამედიცინო პუნქტში მუშაობს, ნაწილი-საშტაბო საქმიანობას ეწევა, ხოლო ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში, მათი დავალება საკონტროლო გამშვებ-პუნქტებზე ჩხრეკა-შემოწმებაა.