მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც კალანდიას მიმართ ამ ეპიზოდზე დევნის შეწყვეტას ითხოვდა. მისი განმარტებით, მიხეილ კალანდია არის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული, შესაბამისად, საპროცესო კოდექსის მიხედვით, დანაშაულის დაფარვაზე მის წინააღმდეგ დევნა უსაფუძვლო იყო. მოსამართლემ განმარტა, რომ სწორედ მკვლელობის საქმეზე დადებული მსჯავრი არის მთავარი საფუძველი, რის გამოც, მის წინააღმდეგ ამ ეპიზოდზე დევნა უნდა შეწყდეს.

მოამბე