მიხეილ ჯანელიძემ კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა - რა საკითხებით დაინტერესდნენ დეპუტატები
კანონმდებლების კითხვებს უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დეპუტატები უცხოეთში ჩვენი მისიების შენობების შესყიდვის საკითხით, მინისტრის პარლამენტში გამოცხადების, რუსეთთან და აშშ-სთან ურთიერთობების საკითხებით დაინტერესდნენ.
მინისტრი უწყებაში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატის გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გზით იმ ფუნქციების დუბლირების თავიდან აცილება მოხდება, რომელიც ორ უწყებას შორის აქამდე არსებობდა. მოხსენებისას მიხეილ ჯანელიძემ წლის განმავლობაში ევროპასთან, აზიასთან და აშშ-სთან ურთიერთობები მიმოიხილა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების კუთხით არსებულ გარღვევებზე ისაუბრა.
მინისტრი დეოკუპაციასაც შეეხო და აღნიშნა,რომ ამ კუთხით მთავარი პრიორიტეტი საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა, რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის წარმოება და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებაა.
მიხეილ ჯანელიძემ ევროინტეგრაციის მიმართულებით შემუშავებულ “საგზაო რუკაზეც” ისაუბრა.