საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ხვალ შეხვედრებს ნატო-ს შტაბბინასა და ევროკავშირში გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ორმხრივ  შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ასევე გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მთავარ მიზანი, ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგის ფარგლებში, მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვაა. შეხვედრებზე ასევე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით გართულებული გარემო.