საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკას მოამზადებს
საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკას მოამზადებს

საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით საგზაო რუკის შექმნას გეგმავს, – ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ახალ ინიციატივაზე დეტალურად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებს, რის შემდეგაც საკითხზე მსჯელობა როგორც კანონმდებლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან გაიმართება.

ჯანელიძის განმარტებით, საგზაო რუკა ოთხ მიმართულებას გულისხმობს, რომელთა შორის გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოება ქართულ კანონმდებლობასთან. ჯანელიძის განცხადებით, საგზაო რუკის შედეგად, ევროკავშირის კანონმდებლობის 70 პროცენტის საქართველოს სივრცეში დაგეგმვა მოხდება.

მინისტრის ცნობით, საგზაო რუკის ფარგლებში, სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება მოხდება, რათა საქართველოს შესაბამისი უწყებები ევროპული ინტეგრაციისთვის მზად იყვნენ.