საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში, სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები განიხილეს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და მისგან გამომდინარე ჰუმანიტარული შედეგების რეგულირება საერთაშორისო სამართალს უნდა ეფუძნებოდეს.