მიიღებს თუ არა კობახიძე პრეზიდენტის შეთავაზებას კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად ერთობლივი მუშაობის შესახებ

მიიღებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის შეთავაზებას, ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად ერთობლივი მუშაობის შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის ჯერ დეტალურად არ იცნობს მარგველაშვილის წინადადებას, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.