პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარეს, პოზიციების შეჯერების შემთხვევაში, სწორედ ვეტო მიაჩნია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების განხორციელების მთავარ მექანიზმად. შალვა პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში უცხოელი აქტორების მხრიდან შინაარსობრივი განხილვისთვის მზაობა შეინიშნება. საკითხს ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც.