მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ მამაკაცი დაჭრეს მიცკევიჩის 23 ნომერში. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მისსავე სახლში მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.