მოზარდის დაჭრის საქმე

სამგორში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გ.გ-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. დაცვის მხარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.