არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტი

17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. არასრულწლოვანი წუხელ ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული მოტივი უცნობია. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. პოლიციამ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.