მიჩ მაკკონელის განცხადება

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი მიჩ მაკკონელი, რომელმაც სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისთვის საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და არყევს დემოკრატიულ ფუნდამენტებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას აღმოფხვრის. ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია დიდია, ის ქრონიკულად არის გაყოფილი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ და პარტიების უსუსური ლიდერების მიუხედავად, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად. როგორც მაკკონელი ამბობს, ქართველი ხალხის თვითგამორკვევისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლების სურვილი აშკარაა. მისი თქმით, საქართველო არის გასაღები კრიტიკული რესურსების ტრანზიტისთვის და გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში საქართველო და მისი შავი ზღვის სანაპირო ცივილიზებული მსოფლიოს გზაჯვარედინზე იდგა“. – განაცხადა მაკკონელმა.